თბილისის მერია

საახალწლო ღონისძიებების გამო, ქუჩებზე დროებითი შეზღუდვები იქნება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია

თბილისის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებების გამო, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი 31 დეკემბრის 18:00 საათიდან იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი ჩაუხვევს ჯავახიშვილის ქუჩაზე, სანაპიროს გავლით გავა ბარათაშვილის ქუჩაზე და მოძრაობას განაგრძობს დადგენილი მარშრუტით. ანალოგიურად იმოძრავებს უკუმიმართულებითაც", - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები