ნარკოპოლიტიკა

გირჩმა მარიხუანა დათესა

კულტივირებული მარიხუანა გირჩის ოფისში
facebook.com/liberalimagazine

გირჩის ოფისში მარიხუანა დათესეს, ამით პარტიამ მკაცრი ნარკოპოლიტიკა გააპროტესტა. გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქცია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის ბრძოლას ემსახურება. მარიხუანას კულტივირებით პარტიის წევრებმა და სხვა მსურველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი დაარღვიეს. 

"ულტიმატუმი წავუყენეთ ახალ ხელისუფლებას და ვთხოვეთ ახალ წლამდე ნარკოპოლიტიკა შეეცვალათ, მომხდარიყო ნებისმიერი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია და მარიხუანის ლეგალიზაცია. არანაირი ცვლილებები კანონმდებლობაში არ განხორციელებულა და რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, სერიოზული ცვლილების გატარებას არც აპირებენ. ვასრულებთ ჩვენს დანაპირებს, გირჩის წევრები და ათეულობით ადამიანი, რომელიც ჩვენთან ოფისშია შეკრებილი, საჯაროდ დავარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს, რომელიც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ჩვენთან ოფისში პირდაპირ ეთერში, საჯაროდ დავთესავთ, დავიწყებთ კულტივაციას მარიხუანის. ჩვენთვის ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები