ნარკოპოლიტიკა

შსს: გირჩის ოფისში, სავარაუდოდ, მარიხუანას დათესვაზე გამოძიება დაიწყო

კულტივირებული მარიხუანა გირჩის ოფისში
facebook.com/liberalimagazine

გირჩის მიერ პირდაპირ ეთერში მარიხუანას დათესვის გამო შსს-ში გამოძიება დაიწყო. რამდენიმე წუთის წინ ახალი პოლიტიკური ცენტრი -გირჩის წევრებმა მოხალისეებთან ერთად მარიხუანა დათესეს, ამით მათ მკაცრი ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს. მარიხუანას კულტივირებით პარტიის წევრებმა და სხვა მსურველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი დაარღვიეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოძიება დაიწყო. 2016 წლის 31 დეკემბერს „გირჩის“ ოფისში, ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრებმა, მოხალისეებთან ერთად, საჯაროდ, მათ მიერვე დაანონსებული, წინასწარი ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე დათესეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლით). პოლიცია შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს", - წერია შსს-ის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები