საახალწლო მილოცვა

პატრიარქი: ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება

Sergey Pyatakov / RIA Novosti

2017 წლის დადგომა ქვეყანას კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიულოცა. ილია მეორეს თქმით, პასუხი იმაზე თუ რა არის ბედნიერება ათ მცნებაშია მოცემული და ეს სიკეთის კეთებაა.

"ჩვენო სულიერო შვილებო, ქალბატონებო და ბატონებო, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას. გვიფიქრია იმაზე, რა არის ბედნიერება? ამაზე პასუხს გვაძლევს თვით უფალი ათ მცნებაში - პატივი ეც მამასა შენსა და დედას შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. ვაკეთოთ სიკეთე, დავინახოთ გაჭირვებული ადამიანი და დავეხმაროთ მას. ერთ ადამიანს უთქვამს - ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებს. ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ. გლოცავთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. კურთხევა უფლისა თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკინისამდე ამინ", - ამბობს ილია მეორე.

კომენტარები