ტერაქტები

ერდოღანი სტამბოლის ტერაქტზე: ეს არის ქაოსის შექმნის მცდელობა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი სტამბოლში, ღამის კლუბში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქაოსის შექმნის მცდელობად აფასებს.

„ეს არის ჩვენი ხალხის მორალურად განადგურების და ქაოსის შექმნის მცდელობა, რომელიც ჩვენი ერის მშვიდობის წინააღმდეგაა მიმართული“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთი აპირებს გააგრძელოს ტერორიზმთან ბრძოლა.

„თურქეთი აპირებს გააგრძელოს ბრძოლა ტერორიზმთან და გააკეთოს ყველაფერი, რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და რეგიონში მშვიდობა უზრუნველყოს“, - ამბობს ერდოღანი.

სტამბოლში, ღამის კლუბზე თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, 39 ადამიანი დაიღუპა. 21 მათგანი იდენტიფიცირებულია და მათ შორის 16 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 5 კი თურქეთის. დაშავებულია 69 ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტამბოლში საქართველოს საკონსულოს ღამის კლუბში მომხდარი თავდასხმის შედეგად ქართველების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

21 აბი სუბოქსინის შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანისთვის, ერთი პირი დააკავეს

კომენტარები