საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობისთვის 5 კანდიდატი იბრძოლებს

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა. დირექტორის პოსტისთვის ვასილ მაღლაფელიძე, ნინო ზაუტაშვილი, თინათინ ბერძენიშვილი, ნათია კუპრაშვილი და ზაალ ანჯაფარიძე იბრძოლებენ.

სამეურვეო საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა და კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: თინათინ ბერძენიშვილმა და ნათია კუპრაშვილმა 8-8 ხმა მიიღეს. 6 ხმა მიიღო ზაალ ანჯაფარიძემ, ხოლო ვასილ მაღლაფერიძემ და ნინო ზაუტაშვილმა - 5-5 ხმა.

მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ხვალ და ზეგ გაიმართება. მათ ტელევიზიის მართვის საკუთარი ხედვები და კონცეფცია უნდა წარმოადგინონ, ასევე უნდა უპასუხონ საბჭოს წევრების მიერ დასმულ კითხვებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა 6 იანვარს გაირკვევა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტის დაკავებისთვის განაცხადი 15 პირს ჰქონდა შეტანილი.

კომენტარები