უკანონო იარაღი

კალაშნიკოვის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მამაკაცი დააკავეს

TheMoscowTimes

სამართალდამცველებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული გ.მ. თბილისში, ავტოსადგურ "ოკრიბას" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, გ.მ-ს პირადი ჩხრეკისას კალაშნიკოვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები