რასისტული ძალადობა

ჩიკაგოში ძალადობა Facebook live-ით აჩვენეს, პოლიციამ 4 პირი დააკავა

huffpost.com

ჩიკაგოს პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა, რომელთაც ადამიანი გაიტაცეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ეს ყველაფერი კი მათ Facebook live-ის საშუალებით აჩვენეს.

30-წუთიან ვიდეოში 4 შავკანიანი ადამიანი რასისტული ნიშნით დასცინის და სცემს თოკით დაბმულ და პირში ბურთჩაჩრილ თეთრკანიანს. ამ დრომდე უცნობია, რამდენი ხნის განმავლობაში ჰყავდათ 18 წლის პირი გატაცებული.

ძალადობის ამსახველ Facebook live ვიდეოში მოძალადეები "F*ck Donald Trump" and "F*ck white people" ყვირიან.

მოძალადეები განაჩენის მოლოდინში არიან.

კომენტარები