კონკურენციის სააგენტო

კონკურენციის სააგენტო Booking.com-სა და სასტუმროებს შორის კონტრაქტებს შეისწავლის

0 კომენტარი
ფოტო: booking.com

სასტუმროების დაჯავშნის ელექტრონული პლატფორმა Booking.com-ის წინააღმდეგ კონკურენციის სააგენტოში განცხადება შევიდა. დღეს კი კონკურენციის სააგენტომ სარჩელთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, იგი Booking.com-სა და სასტუმროებს შორის გაფორმებულ კონტრაქტებს შეისწავლის.

კონკურენციის სააგენტოს განცხადება

"საქართველოს კონკურენციის სააგენტოში სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ-პორტალ Booking.com-ის წინააღმდეგ შესული განცხადების შესწავლას არასწორი გამოხმაურება მოჰყვა, რასთან დაკავშირებითაც განვმარტავთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა ამ ეტაპზე დაწყებული არ არის.

კონკურენციის სააგენტო მხოლოდ იმ განცხადების დასაშვებობას განიხილავს, რომელიც 15 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ "კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრი" შემოიტანა. ავტორი მიიჩნევს, რომ Booking.com-ის მიერ სასტუმროებთან დადებულიხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლი, კონკურენციის სამართლის კუთხით, პრობლემურია.

გვსურს განვმარტოთ, რომ კონკურენციის სააგენტო ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს ნებისმიერშემოსულ განცხადებაზე და საკითხი ამომწურავად შეისწავლოს.

საკითხის სიღრმისეული კვლევის მიზნით, იგეგმება Booking.com-ის წარმომადგენლებთან გასაუბრება. უკვე გამოთხოვილია ინფორმაცია სასტუმროების ბაზარზე მოქმედი კომპანიებიდან, კერძოდ, მათსა და Booking.com-ს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები; "კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის" ხელთ არსებული ინფორმაცია და ა.შ.

დაიწყება თუ არა მოკვლევა Booking.com-თან დაკავშირებით, სააგენტო 10 იანვრამდე გადაწყვეტს", - წერია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.

Booking.com-ი მსოფლიოში ვიზიტების დაჯავშნის ყველაზე პოპულარული პლატფორმაა. იმ შემთხვევაში, თუ კონკურენციის სააგენტო გადაწყვეტილებას მის წინააღმდეგ მიიღებს, სავარაუდოდ, ამას იმ ვიზიტორთა კლება შეიძლება მოჰყვეს, ვინც საქართველოში ვიზიტის დაგეგმვას Booking.com-ის მეშვეობით გადაწყვეტდა.

კონკურენციის სააგენტოს ახლად დანიშნული უფროსი ჰყავს, ის ნოდარ ხადურია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ევროპული საქართველო პრეზიდენტის არჩევასა და საარჩევნო სისტემაზე პლებისციტს ითხოვს

კომენტარები