თურქეთი

თურქეთის ქალაქ იზმირში მომხდარ აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა

Twitter/RT

თურქეთის ქალაქ იზმირში, სასამართლოს შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა. ორი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, ერთი კი გაქცეული. სავარაუდოდ, დაღუპულია ერთი პოლიციელიც.

CNN Turk-ის ცნობით, სასამართლოს შენობასთან მინიმუმ ორ მანქანას ეკიდა ცეცხლი.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები.

კომენტარები