ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: "გარიგებულებში" არ მგონია, სააკაშვილს ის ეგულისხმა, რასაც გულისხმობთ

ტაბულას კითხვას, ფიქრობს თუ არა ნიკა მელია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთი ჯგუფი "გარიგებულია", რაც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში პარტიული აქტივისადმი მიმართვაში ახსენა, მელია პასუხობს, რომ "სააკაშვილს ეს არ უგულისხმია".

"გარიგებულებში არ მგონია, რომ სააკაშვილს ის ეგულისხმა, რასაც თქვენ გულისხმობთ, თითქოს მან დასდო ბრალი ნაციონალური მოძრაობის რომელიმე ლიდერს, რომ ის არის გარიგებული. რა თქმა უნდა, ეს თავად სააკაშვილს უნდა ჰკითხოთ, ის ყველაზე უკეთ განმარტავს, რა იგულისხმა. ჩემი ღრმა რწმენით, ეს მას არ უგულისხმია", - თქვა მელიამ.

კომენტარები