ნარკოტიკი

შსს: აჭარაში ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი. დაკავებულია ორი პირი

businessinsider.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში ორი პირი დააკავეს.

მათ შორის, ერთი 1995 წელს დაბადებული, კ.დ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1958 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე, ჰ.ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით. 

შსს-ს თქმით, სამართალდამცველებმა, ჰ.ქ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 235 აბი, ხოლო კ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას 5 აბი "სუბოქსინი" ამოიღეს. 

შსს-ს ცნობით, დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ. 

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით. 

კომენტარები