პრეზიდენტის საშობაო მილოცვა

პრეზიდენტი მარგველაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობასა და ნათლისღებას ულოცავს

0 კომენტარი
გიორგი მარგველაშვილი ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, სომეხ თანამოქალაქეებს ქრისტეს შობასა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს. 

"ძვირფასო თანამოქალაქენო,

გულითადად გილოცავთ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს.

სომეხთა და ქართველთა ძმობა იმავე ხნისაა, რამდენისაც ჩვენი ქვეყნების ისტორია. ფასდაუდებელია თქვენი გარჯა საქართველოს აღმშენებლობისა და განვითარებისათვის. აქ დაბადებული უამრავი სომეხი ხელოვანით, მეცნიერითა თუ საზოგადო მოღვაწით ჩვენ ისევე ვამაყობთ, როგორც თქვენი ისტორიული სამშობლო სომხეთი.

ვუერთდები თქვენ სიხარულს და გისურვებთ, რომ 2017 წელი ჯანმრთელობის, ბედნიერების, მშვიდობისა და კეთილდღეობის წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის განცხადებით, ის ერთგული დარჩა უძველესი "ტრადიციის და სახარებისეული გათვლების" და ამიტომ ერთდროულად აღნიშნავს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს 6 იანვარს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები