პრემიერმინისტრის საშობაო მილოცვა

პრემიერი: სომეხ თანამოქალაქეებს ვულოცავ ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, სომეხ თანამოქალაქეებსა და სომეხ ხალხს ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს. 

"ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს და მოძმე სომეხ ხალხს ვულოცავ ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს. საამაყოა, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ძმობა და მეგობრობა, რომელიც საუკუნეებს ითვლის. მჯერა, რომ ქართველები დასომხები სიყვარულითა და პატივისცემით გავაგრძელებთ თანაცხოვრებას და კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას.

ყველას ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს," - აღნიშნულია პრემიერმინისტრის მილოცვაში.

დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის განცხადებით, ის ერთგული დარჩა უძველესი "ტრადიციის და სახარებისეული გათვლების" და ამიტომ ერთდროულად აღნიშნავს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს 6 იანვარს.

კომენტარები