სირიის კრიზისი

რუსეთს სირიიდან სამხედრო ძალების ნაწილი გამოჰყავს

RUSSIAN DEFENCE MINISTRY

რუსეთის სირიიდან შეიარაღებული ძალების ნაწილი გამოჰყავს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის თქმით, პირველი ნაკადის ფარგლებში, სირიას ავიამზიდი Адмирал Кузнецов, ატომური კრეისერი Пётр Великий და მათი თანმხლები გემები დატოვებენ. 

გადაწყვეტილება 2016 წლის 30 დეკემბერს მიღებულ, სირიის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებას მოჰყვა, რომლის გარანტებიც რუსეთი და თურქეთი არიან.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ ვრცელდება ტერორისტულ ორგანიზაციებზე.

კომენტარები