გიგი უგულავას საქმე

ევროპარლამენტარები: უგულავას და კაბელების საქმეები ხელს უშლის ევროინტეგრაციას

ევროპარლამენტის სამი ფრაქციის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს წერილით მიმართავენ, სადაც ჩამოთვლილია საკითხები, რომელთა მოუგვარებლობაც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ისინი გამოყოფენ გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეს, ასევე მერაბიშვილისა და რუსთავი 2-ის საქმეებს.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციის მაღალი რანგის ფიგურის, ყოფილი მერის, გიგი უგულავას გახანგრძლივებული წინასწარი პატიმრობა არაკონსტიტუციური და უკანონო იყო. მისი გამოშვებისა და ერთ დღეში ხელახლა დაკავების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ ვეღარ შეძლო მასთან დაკავშირებულ მეორე საქმეზე გადაწყვეტილების მიღება, სავარაუდოდ პოლიტიკური ზეწოლის გამო. მოსამართლეებმა ისიც თქვეს, რომ ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას, სანამ შესაბამისი გამოძიება არ ჩატარდება ზეწოლის შესახებ. იგივე ხდება ე.წ. კაბელების საქმეზე, რომელიც ეხება პარტია თავისუფალ დემოკრატებთან აფილირებული პირების გასამართლებასა და პატიმრობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

წერილს ხელს აწერენ: პეტრას აუშტრევიჩიუსი, ALDE, ლიტვა ხავიერ ნარტი, ALDE, ესპანეთი ჩარლზ ტენოკი, ECR, დიდი ბრიტანეთი ანა ფოტიგა, ECR, პოლონეთი სანდრა კალნიეტე, EPP, ლატვია, გუნარ ჰოკმარკი, EPP, შვედეთი.

 

კომენტარები