ვანო მერაბიშვილის საქმე

ევროპარლამენტარები:მერაბიშვილის საქმეზე დაემორჩილეთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას

ვანო მერაბიშვილი
ტაბულა

ევროპარლამენტის წევრები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას დაემორჩილონ.

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, პატიმრობაში მყოფი მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით. სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის საეტაპო გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა "ფარული მოტივი" და დაარღვია ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციის მე-18 მუხლი. (ეს მხოლოდ მე-7 შემთხვევაა სასამართლოს ისტორიაში)".

წერილში ევროპარლამენტის წევრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, იზრუნონ რიგი საკითხების გადაჭრაზე, რომელთა მოუგვარებლობაც ხელს უშლის პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე - მათ შორის გიგი უგულავას, კაბელების, რუსთავი 2-ისა და ვანო მერაბიშვილის საქმეებზე.

"განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული ცვლილებების კუთხით, ვიზალიბერალიზაციის მინიჭების, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გაღრმავების, განსაკუთრებით, დიპლომატიური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების კუთხით. ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინოს ის საკითხები, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროგრესს", - ვკითხულობთ წერილში.

წერილს ხელს აწერენ:
პეტრას აუტრევიჩუსი, ALDE, ლიტვა
ხავიერ ნარტი, ALDE, ესპანეთი
ჩარლზ ტენოკი, ECR, დიდი ბრიტანეთი
ანა ფოტიგა, ECR, პოლონეთი
სანდრა კალნიეტე, EPP, ლატვია
გუნარ ჰოკმარკი, EPP, შვედეთი.

კომენტარები