უამინდობა

თბილისიდან სტამბოლის ათათურქის აეროპორტის მიმართულებით 4 რეისი ვერ შესრულდა

IHA Photo

უამინდობის გამო, თბილისიდან სტამბოლის ათათურქის აეროპორტის მიმართულებით 4 რეისი ვერ შესრულდა - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაუდასტურეს. ფრენები გადაიდო სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებითაც. თუმცა, თბილისიდან სტამბოლის საიჰა გოგჩენის აეროპორტის მიმართულებით ორივე რეისი შესრულდა.

ამ დროისთვის უცნობია, როდის აღდგება ფრენები. 

კომენტარები