თავდასხმა ნიკა გვარამიაზე

ლევან გაჩეჩილაძის შვილის თქმით, გვარამიას თავს ის დაესხა

2008 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის, შვილი რატი გაჩეჩილაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ ნიკა გვარამიას თავს ის დაესხა.

„ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ!” - წერს რატი გაჩეჩილაძე

მისივე თქმით, ადვოკატთან ერთად დღესვე გამოცხადდება შესაბამის უწყებაში.

რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს თავს 7 იანვრის საღამოს, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთერთ რესტორანში დაესხნენ.

კომენტარები