ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ხულოს თავმჯდომარე: ხულოში ხვალ დელეგატებს ირჩევენ, რაც არალეგიტიმურია

ხულო
Aleksey Muhranoff

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხულოს ორგანიზაციაში ხვალ კონფერენციაა დაგეგმილი, რომელზეც 20 იანვრის ყრილობისთვის 58 დელეგატი უნდა აირჩიონ, თუმცა, შეხვედრას არ დაესწრება თავად ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა დეკანაძე.

დეკანაძე თვლის, რომ კონფერენციის ჩატარება მისთვის არავის შეუთანხმებია და ის არალეგიტიმურია. "ჩვენთვის ეს კონფერენცია არის არალეგიტიმური და მინდა, ყველა ჩვენი რაიონული ორგანიზაციის აქტივისტს ვუთხრა, რომ ხვალინდელ კონფერენციას არანაირი ძალა არ აქვს", - ამბობს ის.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი და ქობულეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ელგუჯა ბაგრატიონი კი მოუწოდებს ხულოს მოსახლეობას, "იმ ერთგულ ამომრჩეველს, რომელიც არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მიხელ სააკაშვილის მხარდამჭერი, მოვიდეს ხვალ კონფერენციაზე და შეირჩეს ის 58 დელეგატი, რომელიც კვოტით ეკუთვნის ხულოს მოსახლეობას. 20 იანვრისთვის აჭარა სრულად მზად არის, რომ მიიღოს ყრილობაში მონაწილეობა.

კომენტარები