სირიის კრიზისი

ალ-ასადი: გამარჯვების გზაზე ვართ, მიზანი სირიის ტერორისტებისგან გათავისუფლებაა

Reuters

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის თქმით, ქალაქ ალეპოს აღება სირიის კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი იყო.

"ეს მნიშვნელოვანი მომენტია ამ ომში და ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ. მაგრამ ჩვენ ამას არ ვთვლით გამარჯვებად, რადგან გამარჯვება მაშინ იქნება, როდესაც ჩვენ ტერორისტებს გავანადგურებთ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მტკივნეულია, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის ერთი ნაწილი განადგურებულია და სისხლი იღვრება. არასდროს გამიგია, რომ ისტორიაში ვინმე საუბრობდეს კარგ ომზე, ყველა ომი ცუდია", - თქვა სირიის პრეზიდენტმა.

ალ-ასადის თქმით, მის მთავარ მიზნად სირიის ტერორისტებისგან გათავისუფლება რჩება.

"მთავარ საკითხად რჩება, თუ როგორ გავათავისუფლოთ მოსახლეობა ტერორისტებისგან. თუ უკეთესია, მოსახლეობა მათ დავუტოვოთ, ვინც ხალხს სჯის და თავებს ჭრის? არა, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ისინი, თუმცა ამისთვის ზოგჯერ გარკვეული ფასის გადახდა გვიწევს", - აღნიშნა ალ-ასადმა.

კომენტარები