დონალდ ტრამპი

ტრამპი: მერილ სტრიპი ერთ-ერთი ყველაზე ზედმეტად დაფასებული მსახიობია

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ Twitter-ის გვერდზე მერილ სტრიპის ოქროს გლობუსზე სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. 

"მერილ სტრიპი ჰოლივუდში ერთ-ერთი ზედმეტად დაფასებული მსახიობია. ის არ მიცნობს მე, თუმცა ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას შეურაცხყოფა მომაყენა. ის არის...", - წერს ტრამპი.

74-ე ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას, მერილ სტრიპმა დონალდ ტრამპი ერთ-ერთი სიტყვით გამოსვლის დროს გაკეთებული პაროდიის გამო გააკრიტიკა. სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა შშმ პირს, ჟურნალისტ სერჟ კოვალესკის დასცინა.

იხილეთ მერილ სტრიპის გამოსვლა:

კომენტარები