პორნოგრაფია

Pornhub-ის სტატისტიკით, საქართველოდან ყველაზე ხშირად ლესბოსურ სექსს უყურებენ

pornhub.com

Pornhub-მა 2016 წლის შემაჯამებელი სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა, რომელშიც განსაზღვრულია ყველაზე მოთხოვნადი ძებნის კატეგორიები ქვეყნების მიხედვით. აღნიშნული ინფორმაციით, საქართველოდან ყველაზე ხშირად გასული წლის მანძილზე ლესბოსურ სექსს უყურეს. 

ამავე სტატისტიკის მიხედვით, საიტზე გასული წლის მანძილზე 23 მილიარდი ვიზიტი დაფიქსირდა, ყველაზე ხანგრძლივი საშუალო ვიზიტი - 12 წუთი და 45 წამი ფილიპინებშია, ყველაზე მოკლე კი კომუნისტურ კუბაში - 4 წუთი და 57 წამი.

საქართველოდან კი საშუალო ვიზიტის ხანგრძლივობა 7 წუთი და 24 წამია.

რაც შეეხება კატეგორიებს, ლესბოსური პორნო მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიაა. ლესბოსური პორნო სომხეთშიც ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიაა, რუსეთსა და აზერბაიჯანში კი ყველაზე მოთხოვნადი კატეგორია ანალური სექსია. 

Alexa.com-ის მონაცემებით, Pornhub-ი საქართველოში პოპულარობით რიგით 55-ე ვებგვერდია.

კომენტარები