ფეხბურთი

FIFA: 2026 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე 48 ნაკრები ითამაშებს

Getty Images

FIFA-ს გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე საფეხბურთო ნაკრებების რაოდენობა 32-დან 48-მდე გაიზრდება.

48 გუნდი 16 ჯგუფში გადანაწილდება, პლეიოფის ეტაპზე 3-გუნდიანი ჯგუფიდან 2 გავა. შესაბამისად, პლეიოფში მონაწილეობას 16-ის ნაცვლად 32 გუნდი მიიღებს.

FIFA-მ გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად მიიღო.

ამრიგად, ჯამში ტურნირზე 64-ის ნაცვლად 80 მატჩი ჩატარდება და 32 დღეში დასრულდება.

უკანასკნელად, FIFA-მ მონაწილეთა რაოდენობა 1998 წელს გაზარდა.

FIFA-ს ვარაუდით, 48-გუნდიანი ტურნირით, შემოსავალი სავარაუდოდ 5.29 მილიარდ ფუნტამდე და, შესაბამისად, პოტენციური მოგება 521 მილიონ ფუნტამდე გაიზრდება.

მსოფლიო ჩემპიონატი ახალი ფორმატით 2026 წლიდან გაიმართება.

კომენტარები