აწარმოე საქართველოსი

პრემიერი: ადგილობრივი პროდუქციის შეძენა დამატებითი შემოსავალია ქართულ ოჯახში

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროექტის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სამი ახალი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით ისაუბრა.

  • "ამ პროგრამის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ აღდგომიანთ კარში შეიქმნება სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო და განხორციელდება მილიონ სამასი ათას ლარამდე ინვესტიცია.
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ქვედა ჩხოროწყუში შეიქნება თხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო, ინვესტიცია გახლავთ 130 000 ლარი.
  • ჩაის პროგრამის ხელშეწყობის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაგომარში შეიქმნება ჩაის გადამამუშავებელი საწარმო, კომპანიას იჯარის უფლებით გადაეცემა 25 ჰექტარი მიწის ფართობი".

პრემიერის თქმით, "ადგილობრივი პროდუქცია და ადგილობრივი პროდუქციის შეძენა არის დამატებითი შემოსავალი ქართული ოჯახის ბიუჯეტში. ეს არის ადგილობრივი დასაქმებულის ოჯახში ცხელი სადილი იმ საღამოს. ეს არის ხელდამშვენებული მშობელი სახლში მისული იმ საღამოს და ეს კავშირი მუდმივად უნდა გვახსოვდეს, როცა ვყიდულობთ ადგილობრივ პროდუქციას".

კომენტარები