სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

აშშ-ში რასობრივ ნიადაგზე 9 შავკანიანის მკვლელობისთვის, დილან რუფს სიკვდილი მიუსაჯეს

AP

22 წლის დილან რუფს, 2015 წლის 17 მაისს სამხრეთ კაროლინას შტატის ქალაქ ჩარლსტონის ეკლესიაში, ცხრა შავკანიანის მკვლელობისთვის, სიკვდილი მიუსაჯეს.

დილან რუფი თეთრკანიანი მამაკაცია, რომელმაც რასობრივ ნიადაგზე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ჩაიდინა. შეიარაღებულ თავდასხმას 6 ქალი და 3 მამაკაცი, მათ შორის ეკლესიის პასტორი ემსხვერპლა.

გასულ თვეში, რუფს 33 დანაშაულებრივ ქმედებაში დასდეს ბრალი, მათ შორის 2015 წელს ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფისთვის ცეცხლის გახსნაში. რუფი დანაშაულს აღიარებს, თუმცა თვლის, რომ სწორად მოიქცა.

"ვგრძნობდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა და ახლაც ვგრძნობ, რომ ეს უნდა გამეკეთებინა", - თქვა რუფმა პროცესზე. 

ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილების მისაღებად, დაახლოებით, სამი საათი დასჭირდათ.

მოსამართლე განაჩენის ფორმალურ ნაწილს ოთხშაბათს დილით გამოაცხადებს.

განაჩენის გამოიტანის შემდეგ, ბრალდებულმა ახალი ადვოკატის დანიშვნა და საპატიმრო სასჯელის შეფარდება მოითხოვა.

დილან რუფის თქმით, მისი მიზანი რასობრივი ომის დაწყება იყო.

კომენტარები