კლუბები

ზურაბიშვილი კლუბებზე: მთაწმინდელებისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია

სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი "მიესალმება" პრემიერმინისტრის განცხადებას, ვარდების მოედნის ქვემოთ მდებარე კლუბებთან დაკავშირებით.

"აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქს. ჩემთვის, როგორც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატისთვის და ასევე ამ უბნის მაცხოვრებლებისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთან მოსახლეობისგან არა ერთხელ გამოითქვა წუხილი და უკმაყოფილება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

მიზანშეწონილად და დროულად მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს არსებული მდგომარეობა და მოახდინოს რეაგირება", - ამბობს ზურაბიშვილი.

დღეს, 11 იანვარს, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ვარდების მოადანთან არსებულ კლუბებში არის დისკრიმინაციული მიდგომა და იქ ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ.

მთავრობის სხდომის შემდეგ ამ თემაზე გიორგი კვირიკაშვილმა დამატებითი განმარტება გააკეთა, რადგან, მისი თქმით, პირველ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. პრემიერის თქმით, აღნიშნულ კლუბებში არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციაში ჩართვა ხდება, "არცერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას და სწორედ ამიტომ არ ხდება ქართველი მამაკაცების შეშვება ამ კლუბებში".

კომენტარები