გაზპრომთან მოლაპარაკებები

რუხაძე: Gazprom-ის პირობებზე დათანხმება ნიშნავს, რომ საქართველო პოზიციებს თმობს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე Gazprom-თან ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას საკუთარ Fb გვერდზე ეხმაურება. რუხაძის შეფასებით, რუსეთის პირობებზე დათანხმება იმის მანიშნებელია, რომ "პოლიტიკურად და სტრატეგიულად საქართველო პოზიციებს თმობს".

"არ ვიცი, გაზპრომთან შეთახმება რადენად მომგებიანია ფინანსურად. ხელისუფლება დეტალებს არ ასაჯაროებს, რაც ქართული საზოგადოების აშკარა უპატივცემულობაა. თუმცა ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება იძულებულია დათანხმდეს რუსულ პირობებებს და ის, რომ მმართველი ძალა გარიგების მხოლოდ ეკონომიკურ ასპექტებზე საუბრობს (ყველასთვის ცხადია, რომ გაზპრომი კრემლის პოლიტიკური ინტერესების გამტარებელია), ჩემთვის აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ პოლიტიკურად და სტრატეგიულად საქართველო პოზიციებს თმობს", - წერს რუხაძე.

დღეს მთავრობის სხდომის დასრულებისას ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველო Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა, ქვეყანა 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად ფულად ანაზღაურებას მიიღებს. 2017 წლის განმავლობაში ნაწილობრივ ისევე ნედლეულით ანაზღაურება მოხდება, ნაწილობრივ კი ფულადი ანაზღაურება. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ Gazrpom-ისგან ფასდაკლებაც მიიღო - იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები დასჭირდება, Gazprom-ი 1000 კუბურ მეტრს $215-ის ნაცვლად $185-ად მიყიდის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

რატომ დაბნელდა თბილისში

კომენტარები