ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი

პოლიციამ გირჩის ოფისი დატოვა და მარიხუანის ნერგები წაიღო

ტაბულა

პოლიციამ ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის ოფისი დატოვა. სამართალდამცველებმა მარიხუანის ნარგავები აღწერეს, დალუქეს და წაიღეს. მათ ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეთ.

შსს-ს წარმომადგენლები დღეს დილით გირჩის ოფისში მოსამართლის განჩინებით მივიდნენ. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩხრეკის ორდერი მოსამართლე გიორგი კერეტაშვილმა გასცა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაკავებულ რატი გაჩეჩილაძის საქმეს ხელმძღვანელობდა. ხოლო მოწმე შსს-ს თანამშრომელი ოთარ შარმანაშვილია, რომელიც 31 დეკემბერს პარტიის ოფისში მარიხუანის დათესვის პროცესს ესწრებოდა.

როგორც ცნობილია, 2016 წლის 31 დეკემბერს ახალი პოლიტიკური ცენტრის - "გირჩის" ოფისში მარიხუანა დათესეს. ამ გზით აქციის მონაწილეებმა მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 265-ე მუხლით დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

კომენტარები