დაჭრა

პრეზიდენტის სიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

pfid.net

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ ტაბულას რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე თქმით, გოგოჭურს ჩაუტარდა ოპერაცია და მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მულტიპროფილურ განყოფილებაში განაგრძობს.

მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი ღამით თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს. გოგოჭური პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის ქმარია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები