დაჭრა

მიშველაძე გოგოჭურის დაჭრაზე: ვერ ვისაუბრებთ ვერანაირ ვარაუდებსა და ვერსიებზე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრასთან დაკავშირებით ვერსიებზე არ საუბრობს. მისივე თქმით, პრეზიდენტი გამოძიების დასრულებას ელოდება.

"ვერ ვისაუბრებთ ვერანაირ ვარაუდებსა და ვერსიებზე. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ამ ეტაპისთვის განვაცხადოთ, არის ის, რომ ძალიან ცუდია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა, თუმცა, მიმდინარეობს გამოძიება და, შესაბამისად, ველოდებით გამოძიების დასრულებას და იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი იქნება ეფექტური", - თქვა მიშველაძემ.

მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი ღამით თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს. გოგოჭური პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის ქმარია. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, გოგოჭურის და მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მკურნალობას მულტიპროფილურ განყოფილებაში განაგრძობენ. 

შინაგან საქმეთა სამინსიტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები