ჯონ კერის ვიზიტი

ჯონ კერის თვითმფრინავი ტექნიკური მიზეზით თბილისში დაეშვა

0 კომენტარი
ჯონ კერი თბილისის აეროპორტში ფოტო: facebook.com/mfageorgia

საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვია. მისმა თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, დავით ზალკალიანთან.

"საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისთვის და პირადად ჯონ კერის იმ წვლილისთვის, რაც მან შეიტანა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში.

თავის მხრივ ჯონ კერიმ აღნიშნა საქართველოს პროგრესი დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების გზაზე.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში. ჯონ კერიმ წარმატება უსურვა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერმინისტრს, რომელიც მისი შეფასებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის სწორ განვითარებაში", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები