აშშ-რუსეთის ურთიერთობები

მაკკეინი: არ მჯერა გადატვირთვის, პუტინი არის მკვლელი, ყაჩაღი და КГБ-ის პროდუქტი

Sojo.net

DW-სთან ინტერვიუში სენატორმა ჯონ მაკკეინმა აღნიშნა, რომ აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობების მორიგი გადატვირთვის არ სჯერა.

"მე ვნახე სამი პრეზიდენტი, ბუში, კლინტონი და ობამა, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ისინი შეძლებდნენ ვლადიმირ პუტინთან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. პუტინთან ურთიერთობის ერთადერთი სტრატეგია რონალდ რეიგანის პრინციპისკენ დაბრუნებაა - მშვიდობის მიღწევა ძალის მეშვეობით. ერთადერთი, რისი გაგებაც პუტინს შეუძლია, არის ძალა, რომ აგრესიის ფასი უფრო მაღალი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ის, რომლის გადახდისთვის მზად არის. პუტინი არის მკვლელი, ყაჩაღი და სუკ-ის [КГБ] პროდუქტი", - თქვა მაკკეინმა.

კომენტარები