ბიძინა ივანიშვილის ხეები

ივანიშვილი ასწლოვან მაგნოლიასაც ზღვით გადაიტანს

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

ბიძინა ივანიშვილს ციხისძირიდან გურიაში კიდევ ერთი ასწლოვანი ხე, ამჯერად მაგნოლია, გადააქვს. მცენარეს ამჯერადაც ზღვით გადაიტანენ. სამუშაოებს კვლავ კომპანია "ზიმო" აწარმოებს. ხე ამჟამად ბობოყვათის რკინიგზასთანაა გაჩერებული.

ხეს დღეს 12:00-დან 15:00 საათამდე გადაიტანენ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამისთვის სპეციალურად სარკინიგზო მაგისტრალის ელექტროგადამცემ ხაზებს ჩახსნიან, რათა ხეს გზა გაუთავისუფლდეს.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ტიტის ხე თავისი დენდროლოგიური პარკისთვის, რომელსაც შეკვეთილში აშენებს, ზღვით გასულ წელს გადაიტანა, რაც საერთაშორისო მედიაშიც ფართოდ გაშუქდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები