აშშ

ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა

The White House

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის უმაღლესი სამოქალაქო ორდენით, თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას, ობამამ ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო ვიცეპრეზიდენტად დაასახელა.

"ჯო, თანამემამულე ამერიკელებისადმი თქვენი რწმენის, ქვეყნისადმი სიყვარულისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ქვეყნისადმი მსახურების გამო, მსურს სცენაზე მოვუხმო სამხედრო დამხმარეებს. პრეზიდენტის რანგში უკანასკნელად, მოხარული ვარ, მოგანიჭოთ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი სამოქალაქო ორდენი - თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი. პირველად და უკანასკნელად ჩემი პრეზიდენტობისას, ამ მედალს მივანიჭებ დამატებით საპატიო ხარისხს. ხარისხს, რომელიც ჩემმა სამმა უკანასკნელმა წინამორბედმა, მხოლოდ 3 ადამიანს მიანიჭეს - რომის პაპ იოანე პავლე II-ს, რონალდ რეიგანსა და გენერალ კოლინ პაუელს. მე ამაყი ვარ, გადავცე თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი დამატებითი საპატიო ხარისხით, ჩემი ძმას - ჯოზეფ ბაიდენს", - თქვა ობამამ.

ჯო ბაიდენმა დაჯილდოებისას ცრემლები ვერ შეიკავა. ბაიდენის თქმით, ის ამ პატივს არ იმსახურებს, თუმცა იცის, რომ ობამა ამას გულით აკეთებს.

კომენტარები