თბილისის საკრებულო

როგორ გაიყო თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

primetimenews.ge

თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს, მის გარდა ფრაქციაში მარიკა დათუკიშვილი და თემურ გრიგალაშვილი იქნებიან.

რაც შეეხება უგულავა-ბოკერიას გუნდს, მათ საკრებულოში წარმოადგენენ მამუკა ახვლედიანი, დავით ავალიანი და თამაზ შოშიაშვილი.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელ ფრაქციაში იქნება სევდია უგრეხელიძე.

მამუკა ახვლედიანის თქმით, ფრაქციების სხდომა 16 იანვარსაა ჩანიშნული.

კომენტარები