ყაჩაღობა

შსს: სანტა-კლაუსის ფორმით სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებისთვის ერთი პირი დავაკავეთ

შსს

შსს-მ აჭარაში სანტა-კლაუსის ფორმაში ჩაცმული პირის მიერ სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამართალდამცავებმა ყაჩაღობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ერთი პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 31 დეკემბერს, ღამით, სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ბრალდებული . ბათუმში, სუპერმარკეტში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში შეიჭრა და სათამაშო იარაღის მუქარით 8 820 ლარი გაიტაცა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე  საქართველოს სსკ-ის 179- მუხლის მე-3 ნაწილისქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები