ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სულეიმანოვი ენმ-ში რჩება, პარტია პარლამენტში ფრაქციის შექმნას შეძლებს

საქართველოს პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში რჩება. 

“საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მინდა განვაცხადო, რომ ვიყავი და ვარ ნაციონალური მოძრაობოს წევრი. ვაგრძელებ პარლამენტში საქმიანობას ამ ფრაქციის რიგებში უკეთესი საქართველოსათვის”, – დაწერა  სულეიმანოვმა facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ენმ-ს პარტიული სიით პარლამენტში მოხვედრილი 27 დეპუტატიდან 21-მა პარტია 12იანვარს დატოვა. მათ უკვე ორი ახალი ფრაქცია შექმნეს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში 5 დეპუტატი დარჩა - ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე. სულეიმანოვის გადაწყვეტილება ენმ-ს საშუალებას მისცემს პარლამენტში ფრაქციის შექმნა შეძლოს.

კომენტარები