თბილისში დოლიძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი გოგო იპოვეს. მომხდარი ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც შსს-ში ამბობენ გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.