ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: სამწუხაროდ, ვხედავ ივანიშვილის როლს ენმ-ში მიმდინარე პროცესებში

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, ტელეკომპანია იმედის ეთერში პარტიის გაყოფის შესახებ ისაუბრა. ნიკა მელია აცხადებს, რომ ყოფილი თანაგუნდელების წასვლაში ივანიშვილის როლს ხედავს: 

"ხელის გულზე დევს ყველაფერი. გაბრძანდით თბილისის ქუჩებში და ყოველი მეორე გეტყვით, რაც მოხდა. ეთქვა ერჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ბოკერიას, რომ მე, ხათუნა გოგორიშვილი და ირმა ნადირაშვილი სხვა პარტიით ვაპირებთ პარლამენტში როცა შევალთ გაგრძელებს პოლიტიკური საქმიანობის და ვნახავდით, რამდენ პროცენტს აიღებდა. არათუ ვერ გადალახავდნენ, ვერც მიუხლოვდნებოდნენ საარჩევნო ბარიერს", - თქვა მელიამ.

ჟურნალისტის კითხვას, ხედავს თუ არა ამ პროცესებში ივანიშვილის როლს, მელიამ უპასუხა: 

"ჩემდა სამწუხაროდ, ვხედავ და ეს გახდა ჩემთვის მთავარი. იმდენად ბევრი კითხვის ნიშანია. როდის მივიღე გადაწყვეტილება რომ გავმიჯნოდი ბოკერიას გუნდს? ერთი თვით ადრე ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ეს გუნდი აპირებდა ენმ-ის დატოვებას. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ გიგი უგულავას უშვებდა ბიძინა ივანიშვილი ციხიდან. მე მქონდა ამაზე საუბარი ბოკერიასთან, ბაქრაძესთან, ბევრ დეპუტატთან. საუბარი მქონდა უგულავასთანაც. ბევრი რამ შემიძლია ვთქვა, ხვალინდელი დღე ნათელს მოჰფენს ყველაფერს. მაქვს ბევრი კითხვის ნიშანი, მტკიცებულებაც, მაგრამ დამიტოვეთ უფლება, ამ ეტაპზე ამაზე არ ვისაუბრო საჯაროდ", - თქვა მელიამ.

კომენტარები