NDI-ის კვლევა

NDI: 32% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 27% - არასწორი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხულთა 32% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 27% მიიჩნევს, რომ "არასწორი", ხოლო კვლევაში მონაწილეთა 36%-ის აზრით, "საქართველო საერთოდ არ იცვლება".

2009 წელს გამოკითხულთა 40-50% ფიქრობდა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, 2010 წელს - 50-53%, 2011 წელს - 36-60%, 2012 წელს - 55-60%. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 40-55%-ს შორის მერყეობდა, 2014 წელს გამოკითხულთა 40% ფიქრობდა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 2015 წელს ასე მხოლოდ კვლევაში მონაწილეთა 25% მიიჩნევდა. რაც შეეხება 2016 წელს, კითხვაზე - როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, გამოკითხულთა 20-32% პასუხობდა, რომ "სწორი მიმართულებით".

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +-1.8%.

კომენტარები