საგარეო ვაჭრობა

2016 წელს ექსპორტი გასული ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მცირე იყო

AP Photo

2016 წელს ექსპორტი $2.1 მილიარდი დოლარი იყო, რაც 2015, 2014, 2013, 2012 და 2011 წლების ექსპორტის მაჩვენებელზე ნაკლებია. 2015 წელთან შედარებით შემცირებამ 4% შეადგინა.

საქსტატმა 2016 წლის საგარეო ვაჭრობის მონაცემები დღეს გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ექსპორტთან ერთად რეალური იმპორტიც შემცირდა (C ჰეპატიტის მედიკამენტების გარეშე).

2016 წელს მთლიანი იმპორტი $9.8 მილიარდი იყო, თუმცა ეს მაჩვენებელი რეალურ იმპორტს არ წარმოადგენს, რადგანაც მასში გრანტით მიღებული C ჰეპატიტის მედიკამენტებიც შედის. ამ მედიკამენტების შესაძენად საქართველოდან უცხოური ვალუტა არ გასულა, ამიტომაც ის რეალური იმპორტის მაჩვენებელში არ შედის. ამ წამლების გარეშე კი იმპორტმა $7.2 მილიარდი შეადგინა, რაც 2015 წლის ექსპორტზე 6.5%-ით ნაკლებია.

იმპორტის $7.2-მილიარდიანი მაჩვენებელი 2014, 2013 და 2012 წლების მაჩვენებლებზე ნაკლებია.

იმპორტის შემცირების მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურებაა, რის გამოც მოსახლეობა უფრო ნაკლები მოცულობის იმპორტულ პროდუქციას ყიდულობს. 

ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ექსპორტის შემცირებაა. 

საქსტატის მონაცემები წინასწარია, დაზუსტებული მონაცემების გავრცელების შემდეგ კი გაირკვევა, თუ ზუსტად რა საქონლის ექსპორტის შემცირების გამო შემცირდა ექსპორტი.

კომენტარები