თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოში სევდია უგრეხელიძე დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება

facebook.com/sakrebulo.ge

სევდია უგრეხელიძე თბილისის საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს, მის გარდა ფრაქციაში მარიკა დათუკიშვილი და თემურ გრიგალაშვილი იქნებიან.

რაც შეეხება უგულავა-ბოკერიას გუნდს, მათ საკრებულოში წარმოადგენენ მამუკა ახვლედიანი, დავით ავალიანი და თამაზ შოშიაშვილი.

ნაციონალური მოძრაობის წევრები და ყოფილი თანაგუნდელები ცალ-ცალკე ფრაქციების შექმნის განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართავენ.

კომენტარები