დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა

ტრამპი: NATO მოძველდა და პრობლემები აქვს, თუმცა ალიანსი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია

Getty Images

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანულ Bild-თან და ბრიტანულ Times-თან საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ NATO-ს პრობლემები აქვს და მოძველებული ორგანიზაციაა.

"დიდი ხანია ვამბობ, რომ NATO-ს პრობლემები აქვს. პირველ რიგში ის, რომ ალიანსი მოძველდა, ამ ორგანიზაციის სტრუქტურა ძალიან ბევრი წლის წინ დაიგეგმა. მეორე კი ის, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები არ იხდიან იმ თანხას, რომელიც უნდა გადაიხადონ", - თქვა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, იმ თანხას, რომელიც გადასახდელია, მხოლოდ 5 ქვეყანა იხდის. აშშ კი იძულებულია, დაიცვას ალიანსის წევრი ქვეყნები.

"მხოლოდ 5 ქვეყანა იხდის იმას, რაც გადასახდელი აქვთ და ეს ძალიან ცოტაა. ეს უსამართლოა აშშ-სთან მიმართებით. მიუხედავად ამისა, NATO ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები