საინფორმაციო გამოშვება

საინფორმაციო გამოშვებებში 15 წუთში ერთხელ რეკლამის გაშვება აიკრძალა

stlucianewsonline.com

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ძალაში შევიდა მაუწყებლობის შესახებ კანონის 63-ე მუხლის მეცამეტე პუნქტი, რომლითაც ახალი ამბების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 30 წუთში ერთხელ.

ცვლილებების ტექსტი ასე გამოიყურება:

მუხლი 63 პუნქტი 13. 

"ახალი ამბების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 30 წუთში ერთხელ. (ამოქმედდეს 2017 წლის 15 იანვრიდან)", - წერია კანონში.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის ძველი რედაქციით, ახალი ამბების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყვეტილიყო არაუმეტეს 15 წუთში ერთხელ.

ცვლილებების შემდეგ, მცირე (ნახევარ საათზე ნაკლები) საინფორმაციო გამოშვება რეკლამით აღარ გაიჭრება.

კომენტარები