საპარლამენტო უმცირესობა

საპარლამენტო უმცირესობამ ორი ფრაქცია ოფიციალურად დაარეგისტრირა

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობამ ორი ფრაქცია ოფიციალურად დაარეგისტრირა. როგორც უმცირესობის დეპუტატმა ოთარ კახიძემ ტაბულას დაუდასტურა, ფრაქციის - "ევროპული საქართველო" თავმჯდომარე სერგო რატიანია, ხოლო ფრაქციის - "ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისთვის" თავმჯდომარე - ელენე ხოშტარია.

საპარლამენტო უმცირესობამ სახელები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უკვე არსებულ ფრაქციებს შეუცვალა. შედეგად, ენმ-ის ფრაქცია ამ დროისთვის, აღარ არსებობს. ენმ-ში დარჩენილი ექვსი დეპუტატი ამ დრომდე ახალი ფრაქციების შემადგენლობაში რჩება. მათ ფრაქციებიდან გასვლის განცხადება უნდა დაწერონ, რის შემდეგაც, როგორც თავად განაცხადეს, ახალ ფრაქციას შექმნიან.

კომენტარები