ტრანსპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების მოსაკრებელი იზრდება

siwallpaperhd.com

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავთა მომსახურების საკომისიოს $2 დოლარით ზრდის, მარტიდან მომსახურების საკომიზიო $24 გახდება. მოსაკრებლის ზრდის შესახებ ბიზნესკონტრაქტთან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქეთევან ალექსიძემ განაცხადა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ნებისმიერი რეისის ბილეთის ღირებულებაში მოსაკრებლის საკომისიოც არის გათვალისწინებული, მისმა ზრდამ კი შესაძლოა ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთების ღირებულების მცირე ზრდაც გამოიწვიოს.

2016 წელს თბილისის აეროპორტი დაახლოებით 2 მილიონ მგზავრს მოემსახურა, $22-იანი საკომისიოს პირობებში აეროპორტის შემოსავალმა დაახლოებით $44 მილიონი შეადგინა.

თბილისის აეროპორტში ახალი ტერმინალი შენდება

მშენებარე ტერმინალის საძირკველი
ფოტო: facebook.com/KvirikashviliOfficial

ახალი ტერმინალი 2017 წლის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში და ის ჩამოსულ მგზავრებს მოემსახურება. პროექტის განხორციელების შემდეგ, თბილისის აეროპორტს წელიწადში 3.5 მილიონი მგზავრის მომსახურება შეეძლება.

მშენებლობაზე კომპანია TAV Georgia დაახლოებით $60 მილიონს დახარჯავს. ახალი აეროპორტის აშენების ვალდებულება კომპანიას საქართველოს მთავარობასთან 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით გაუჩნდა, ხელშეკრულების პირობებით, იმ შემთხვევაში თუ წლის მანძილზე თბილისის აეროპორტში მგზავრების რაოდენობა 1.8 მილიონს გადააჭარბებდა კომპანიას ახალი ტერმინალის მშენებლობის ვალდებულება უჩნდებოდა.

ახალი მოფრენის ტერმინალის ფართობი 12000 კვადრატული მეტრი იქნება.

კომენტარები