ენმ-ის გაყოფა

ბოკუჩავა: ყოფილი წევრები პროცედურული ხრიკებით ცდილობენ, დაბრკოლებები შეგვიქმნან

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები პარლამენტში ახალი ფრაქციების დარეგისტრირებას "ყოფილი კოლეგების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციად" აფასებენ. ლევან ბეჟაშვილის თქმით, პარლამენტის ბიურომ "აბსურდი შექმნა", როდესაც საპარლამენტო უმცირესობისგან ევროპული საქართველოს ფრაქციების შექმნაზე განცხადება ცნობად მიიღო.

დეპუტატ თინათინ ბოკუჩავას თქმით კი, "ცხადია, განზრახვაც ეს იყო, რომ გარკვეული წინაღობა შექმნოდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". მისი განცხადებითვე, ენმ მაინც შექმნის ფრაქციას პარლამენტში.

"მაგრამ სამწუხაროა, რომ ასეთი პროცედურული ხრიკებით ცდილობენ ეს ადამიანები, რომ გარკვეული დაბრკოლებები შექმნან" - აღნიშნა ბოკუჩავამ.

დღეს, საპარლამენტო უმცირესობამ ორი ფრაქცია ოფიციალურად დაარეგისტრირა. ფრაქციის - "ევროპული საქართველო" თავმჯდომარე სერგო რატიანია, ხოლო ფრაქციის - "ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისთვის" თავმჯდომარე - ელენე ხოშტარია.

საპარლამენტო უმცირესობამ სახელები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უკვე არსებულ ფრაქციებს შეუცვალა. შედეგად, ენმ-ის ფრაქცია ამ დროისთვის, აღარ არსებობს. ენმ-ში დარჩენილი ექვსი დეპუტატი ამ დრომდე ახალი ფრაქციების შემადგენლობაში რჩება. მათ ფრაქციებიდან გასვლის განცხადება უნდა დაწერონ, რის შემდეგაც, ახალ ფრაქციას შექმნიან.

კომენტარები