ვალუტა

Big Mac-ის ინდექსი: შემოსავლებთან მიმართებით ყველაზე ძვირი ბურგერი ბრაზილიაშია

nbcnews.com

The Economist-მა 2017 წლის ბიგ მაკის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბურგერი ყველაზე ძვირად შვეიცარიაში ფასობს, სადაც მისი ფასი $6.35-ის ეკვივალენტი შვეიცარული ფრანკის ტოლია. წელს ყველაზე იაფი ბიგ მაკი ეგვიპტეში იყიდება, მისი ფასი $1.43-ის ეკვივალენტს შეადგენს ეგვიპტურ დოლარში. აშშ-ში ერთი ბიგ მაკი $5.06 ღირს.

საქართველოში ბიგ მაკი 6.15 ლარი ანუ $2.28 ღირს. რეგიონის ქვეყნებიდან ქართული ბიგ მაკის ფასი თურქულ ფასთან შედარებით 20%-ით დაბალია, რუსულ ბიგ მაკთან 5.6%-ით მეტი, უკრაინულთან კი 33%-ით მეტია.

ბიგ მაკის ინდექსი ვალუტის მსიყიდევლობითი უნარის გამარტივებულ მოდელს წარმოადგენს, რომელშიც მხოლოდ ერთი პროდუქტი მონაწილეობს. ბიგ მაკის ინდექსის გამოყენებით შესაძლებელია ვალუტებს შორის არსებული პირობითი დამოკიდებულებების განსაზღვრა.

ბიგ მაკი მსოფლიოს მასშტაბით სტანდარტიზებული პროდუქტია, ის 121 ქვეყანაში 35 000-ზე მეტ McDonald’s-ის სწრაფი კვების რესტორანში იყიდება. თუმცა არსებობს გამონაკლისიც - ინდოეთში რელიგიური მიზეზების გამო ბიგ მაკი არ იყიდება, ამიტომ ინდექსის გამოთვლისას იყენებენ ფრინველის ბურგერს მაჰარაჯა მაკს.

ბიგ მაკის დაბალი ფასი ეგვიპტეში სავარაუდოდ გამოწვეულია ეგვიპტური დოლარის მკვეთრი გაუფასურებით. 2016 წლის 3 ნოემბერს ეგვიპტის ცენტრალრუმა ბანკმა ქვეყანაში არსებული სავალუტო რეჟიმი შეცვლა და ეგვიპტური დოლარი "თავისუფალ ცურვაში" გაუშვა, რასაც ვალუტის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა. ერთ-ერთი ყველაზე იაფი ბიგ მაკი ტაივანში იყო - $2.16, თუმცა ამჟამად ტაივანზე დაბალი ფასი 5 ქვეყანაშია.

ბიგ მაკის მაღალი ფასით გამოირჩევიან შვეიცარია, ნორვეგია, ვენესუელა და ბრაზილია.

ბიგ მაკის ინდექსის გამოთვლის მეორე მეთოდიც არსებობს, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე შეფარდების მონაცემს ადარებს ბიგ მაკის ფასს. ამ მეთოდით მიღებული მონაცემებით, ყველაზე ძვირი ბიგ მაკი ბრაზილიაში იყიდება, სადაც მსოფლიო ბანკის მონაცემებით მშპ ერთ სულ მოსახლეზე $8.670-ს შეადგენს, ხოლო ბიგ მაკის ფასი $5.12-ია. ამავე მონაცემებით, შემოსავლებთან შედარებით ყველაზე იაფი ბურგერი ჰონგ-ეგვიპტეშია, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე $3.740-ია, ბიგ მაკი კი $1.46 ღირს.

The Economist-ი ბიგ მაკის ინდექსს 1986 წლიდან აქვეყნებს. სრული სტატისტიკური მონაცემები იხილეთ აქ.

კომენტარები