18 იანვარს, თბილისის სამ რაიონს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

Creative commons

ხვალ, 18 იანვარს, თბილისის სამ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება დიდუბის, საბურთალოს და კრწანისის რაიონებს. კომპანია მიზეზად ახალი აბონენტების ქსელზე მიერთებას ასახელებს.

დიდუბის და საბურთალოს რაიონები

12:00-დან 14:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების და ჯორჯ ბალანჩივაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრიწის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის, კალანდაძის, ბერძნის, ორთაჭალის, წინანაურის და მელქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები